მამუკა ხაზარაძე: საქართველოში დღეს არის 77 000 მოშიმშილე ბავშვი
საქართველოში დღეს არის 77 000 მოშიმშილე ბავშვი, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვაგრძელებთ ჩვენი ღია ოფისიდან ბრიფინგებს იმ ინტენსიური სასამართლო პროცესების გათვალისწინებით, რომელიც პრაქტიკულად არ გვიტოვებს დროს მუშაობის. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა არის საქართველოში ბავშვთა შიმშილიანობა და გაუსაძლისი გარემო, რაც შექმნილია უკვე წლების განმავლობაში და რა პრობლემაც ვერ გადაწყვიტა „ოცნების“ ხელისუფლებამ. საქართველოში დღეს არის 77 000 მოშიმშილე ბავშვი“, – განაცხადა ხაზარაძემ.