რა გახდა მაჩაბლის ქუჩაზე სროლის მიზეზი

თბილისში მაჩაბელის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა.

ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან მეზობლებმა სროლის ხმა გაიგეს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. რის განხორციელებაშიც ოჯახის წევრმა ქალბატონმა ხელი შეუშალა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაიჭრა ქალი.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), 236-ეს მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები