სამხედრო პოლიციამ 2018-2019 წლებში ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავა

სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გ.ჯ დააკავეს, რომელსაც  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ედება ბრალად, – ამის შესახებ ინფორმაციას “თავდაცვის სამინისტრო” ავრცელებს.

უწყების ცნობით, გ.ჯ. თავდაცვის სამინისტროს ქონებას 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში უკანონოდ დაეუფლა.

“2020 წლის 1 თებერვალს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გ.ჯ, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ედება ბრალად. გ.ჯ. თავდაცვის სამინისტროს ქონებას 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში უკანონოდ დაეუფლა.
2019 წლის 18 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N 110181219001 საქმეზე, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრის (აღმოსავლეთის) დაცვის ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველო სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მოძიებულ და დაკითხულ იქნა მოწმეები, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ, დაინიშნა სათანადო ექსპერტიზები “სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში”, პარალელურად ჩატარდა შიდა უწყებრივი რევიზია, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ სასამართლოს გ.ჯ.-ს დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა. მ/წლის 1 თებერვალს სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე გ.ჯ. ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული და წინასწარი დაკავების იზოლატორში იქნა გადაყვანილი. გ.ჯ. 2019 წლის 23 დეკემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით ბიულეტენზე იმყოფებოდა, ხოლო შემდგომ პერიოდში იანვრის თვეში კუთვნილ შვებულებაში. ამ პერიოდში ბატალიონის მეთაურის მოვალეობას შტაბის უფროსი შოთა თავართქილაძე ასრულებდა”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები