ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ფილიპინებზე კორონავირუსით დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა, რაც ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
ინფორმაცია “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” დაადასტურა.
44 წლის ჩინელი კაცი ქალაქ უხანში ცხოვრობდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ფილიპინებზე უკვე დაინფიცირებული ჩავიდა. მას თან ახლდა ცოლი, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინდა.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთში 305-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი კი 14 300-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები