ვაჟა გაფრინდაშვილმა ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრისპირა სოფლების, ანაკლიის, განმუხურის, კოკის, ხურჩის, ორსანტიის, შამგონისა და დარჩელის მოსახლეობას ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა.
“ვატარებთ უფასო გამოკვლევებს და კონსულტაციებს. ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობასთან. მათ, ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან, თითოეული მოქალაქეების მხრიდან, ხუთჯერ და ათჯერ მეტი ყურადღება სჭირდებათ, ვიდრე საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრებლებს, რათ შევინარჩუნოთ ეს რეგიონები“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
უფასო გამოკვლევების აქციაში, სხვადასხვა პროფილის მოწვეულმა და ადგილობრივმა ექიმებმა (თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“, კლინიკა „მკურნალი“, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი „სანუსი“, სამედიცინო კლინიკა „კურაციო ზ“) მიიღეს მონაწილეობა.
უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია, დარჩელის ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და კლინიკა „სენა-მედის“ დირექტორი გია თოლორდავას ინიციატივით ჩატარდა.