სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში შეზღუდვები დაწესდა

ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, შეზღუდვები დაწესდა.

კერძოდ, საუბარია დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოზე.

როგორც კლინიკებში აცხადებენ, შეიზღუდება მნახველების რაოდენობა, რათა ვირუსი ჰოსპიტალიზებულ ​პაციენტებსა და მედპერსონალზე არ გავრცელდეს.

მათივე თქმით, შეზღუდვა ჩვეულებრივი მოვლენაა და ის მხოლოდ და მხოლოდ სეზონური გრიპების პრევენციას უკავშირდება.

სამედიცინო დაწესებულებებში ამ დროისათვის ვერ აკონკრეტებენ, როდემდე გაგრძელდება სპეციალური რეჟიმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები