იტალიაში კორონავირუსზე ჩინეთის 12 მოქალაქეს ამოწმებენ

იტალიაში ჩინეთის 12 მოქალაქეს, ჩინეთში გამოვლენილ ახალ კორინავირუსზე ამოწმებენ.
ამის შესახებ იტალიის ინფექციური დაავადებების ინსტიტუტში განაცხადეს.

როგორც ინსტიტუტის თანაშრომელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მანამდე ჩინეთის კიდევ 9 მოქალაქე იყო იზოლირებული, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ და ისინი სახლში გაუშვეს.

დღეს, იტალიაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ქვეყანაში ვირუსის 2 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები