იტალიამ ვირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა – კორონავირუსი ბრიტანეთშიც გამოვლინდა
იტალიის მინისტრთა საბჭომ, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ, 6 თვით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.
ამის შესახებ კიჯის სამთავრობო სასახლეში განაცხადეს.
მანამდე, სპეციალურ პრესკონფერენციაზე, ქვეყნის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონოვარისუსით დაავადების ორი შემთხვევა გამოვლინდა.
მისი თქმით, ვირუსი იტალიაში ჩასულ ორ ჩინელს დაუდგინდა. ამჟამად პაციენტები იზოლირებულები არიან, თუმცა „კარგ მდგომარეობაში“ არიან.
ჩინელი წყვილი მილანში 23 იანვარს ჩავიდა, ამ ხნის განმავლობაში მათ ქვეყნის რამდენიმე ქალაქი ნახეს და ბოლოს რომში ჩავიდნენ. გასულ ღამეს კი, წყვილმა თავი ცუდად იგრძნო და სიმპტომების შესაბამისად მათი ჰოსპიტალიზაცია გადაწყდა.
გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთში კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდგინდა. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია, სხვა დეტალები უცნობია.