წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალ სასესხო ოფიცერს შეხვდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი სასესხო ოფიცერი საქართველოში ჯატინ სეეჯორე მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა კომპანიასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ წყლის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. მათ შორის, ქუთაისში წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტის მიმდინარეობა, ამ ეტაპისთვის არსებული ვითარება და პროექტირების საკითხები მიმოიხილეს.
ქუთაისში, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია, წყალარინების სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქუთაისი წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა კი, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს.

ამ დროისთვის, EIB პროექტების განსახორციელებლად 100 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.
შეხვედრაზე კომპანიისა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მათ შორის, ბანკის შესაძლო ჩართულობაზე კომპანიის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები