სოფელ ზეგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – დაშავებულია 30 წლამდე მამაკაცი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 30 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

დაზარალებული ჯერ გურჯაანის საავადმყოფოში,შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ხანძრის შედეგად დაიწვა სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები. შემთხვევის ადგილზე გურჯაანის, თელავის და ყვარლის 6 სახანძრო- სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი არასწორად დამონტაჟებული ელექტროსადენები გახდა. მომხდარის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები