გორში 17 წლის გოგო გამვლელებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს
გორში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 17 წლის გოგონა გამვლელებმა უგონო მდგომარეობაში ნახეს. როგორც “რეგიონულ კვირას” თვითმხილველებმა განუცხადეს, გოგონას დახმარება გამვლელებმა გაუწიეს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფსა და პოლიციას გამოუძახეს.
“როგორც ამბობდა ახალბაღიდან სირბილით მოდიოდა და ვიღაც ბიჭი მისდევდა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ცუდად გახდა. მერე გამვლელებმა დახმარება აღმოვუჩინეთ და რესტორან ,,ბლექ სტარში” შევიყვანეთ და მოვასულიერეთ. პოლიციამ წაიყვანა ეს გოგო მერე”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ერთ-ერთი თვითმხილველი.