თეა წულუკიანი: გასაკვირია, რომ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილებში საქართველოს ოკუპაციაზე აქცენტი მცირე დოზით კეთდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების მიერ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ გამოგზავნილი წერილები შეაფასა, სადაც ისინი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

წულუკიანის განმარტებით, გასაკვირია, რომ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილებში საქართველოს ოკუპაციაზე აქცენტი მცირე დოზით კეთდება.

“ვხედავთ, რომ ამ წერილებში ზოგიერთი კონგრესმენი, მაშინ, როდესაც საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, წინასწარ შეფასებებს აკეთებს, რაც, რა თქმა უნდა დავის მიმდინარეობას ზიანს აყენებს. გასაკვირია, რომ ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება ან ძალიან მცირე დოზითაა აქცენტი იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს და მის მთავრობას გვაწუხებს და რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ოპოზიციას – ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, უნდა წავიკითხოთ ყურადღებით წერილები, თუ წუხილის რეალურ საგანს დავინახავთ, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს წუხილის საფუძველი აღმოვფხვრათ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები