თეა წულუკიანი: ამ წერილების ზოგიერთი ავტორი მახსოვს, აპროტესტებდა, რატომ მიეცა სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიო

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილებზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, ოპოზიციის შეფასებები სამარცხვინოა.

“ამ წერილების ზოგიერთი ავტორი, ყველას ეს არ ეხება, მახსოვს რამდენიმე წლის წინ იმასაც აპროტესტებდა და წერილებს აგზავნიდა “რატომ მიეცა მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიო” ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ, რომ ყურადღებით გავეცნოთ ჩვენი მეგობარი და მით უმეტეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან მიღებულ წერილებს. ჩვენ იმისთვის ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ზრდასრული ადამიანები, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ თითოეული ტექსტის და იმის უნარი გვქონდეს, რომ შევაფასოთ რა არის რეალობასთან შესაბამისობაში და რა რეალობას აცდენილი. ოპოზიციის შეფასებები ნამდვილად არ არის დამოუკიდებელი ქვეყნის ოპოზიციის შეფასებები, რაც მე ვფიქრობ მინიმუმ სამარცხვინოა იმიტომ, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები წერილებში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები