„წიგნი, რომელიც შენს 2020 წელს რადიკალურად შეცვლის“ – ბაირონ ქეითის პრაქტიკული რჩევები და სავარჯიშოები

30 იანვარს, 19:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ ცნობილი ამერიკელი ავტორისა და სპიკერის, ბაირონ ქეითის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
ახალი წიგნის სახელწოდებაა: „შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?“. ის მოგვითხრობს, თუ როგორ შევწყვიტოთ სიყვარულის, აღიარების, დაფასების გარეთ ძიება და როგორ ვიპოვოთ ის საკუთარ თავში. წიგნი ეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ურთიერთობები, თავდაჯერებულობა, სიყვარული, აღიარებისა და დაფასების მოთხოვნილება და მისგან გათავისუფლების ხერხები.
ნაწარმოები პრაქტიკული რეკომენდაციებით, სავარჯიშოებით, რეალური მაგალითებით, ნამდვილი ისტორიებითა და ამბებით მკითხველს ეხმარება, ისწავლოს სტრესული და უარყოფითი ფიქრებისგან გათავისუფლება, განსაკუთრებით კი, ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს არის „წიგნი, რომელიც შენს 2020 წელს რადიკალურად შეცვლის“.
წიგნის მთარგმნელი და პროექტის ავტორი თინათინ ბასილაია არის ფსიქოლოგი, ქოუჩი და ბაირონ ქეითის მოსწავლე, ასევე, მისი ფსიქოლოგიური მეთოდის „სამუშაოს“ წარმომადგენელი საქართველოში. მისი თქმით, წიგნის მეშვეობით ხელი შეუწყობს საქართველოში ქალთა გაძლიერებასა და ოჯახური ძალადობის შემცირებას.
წარდგენის დროს კალიფორნიიდან ექსკლუზიურად პირდაპირ ჩაერთვება წიგნის ავტორი – ბაირონ ქეითიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები