2019 წელს საქართველოში 10 749 სამშენებლო ნებართვა გაიცა
2019 წელს საქართველოში სამშენებლო ნებართვების გაცემა დაჩქარდა, ექსპლუატაციაში მიღებული ფართობის მოცულობა კი შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს გაცემულია 10749 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 5,3 პროცენტით მეტი) 7552,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობანაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 21,7 პროცენტით მეტი).
ნებართვების 71,1 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. სამშენებლო სამუშაოების 48,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,7 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე და 10,6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 34,7 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,1 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.
სულ, 2019 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2547,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 21,8 პროცენტით მეტი) 2508 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 0,4 პროცენტით ნაკლები)