ფილმ „პატარა ქალების“ პრემიერა და წიგნის წარდგენა გაიმართება

30 იანვარს, 19:00 საათზე, სულაკაურის გამომცემლობა და „ამირანი“ „პატარა ქალების“ პრემიერას გამართავს.
ლუიზა მეი ოლკოტის წიგნის, „პატარა ქალების“ მიხედვით გადაღებული ფილმი 6 „ოსკარზეა“ წარდგენილი.
„პრემიერის დღეს, შეგიძლიათ ფილმის დაწყებამდე „ამირანის“ ფოიეში გაცოცხლებულ დები მარჩების სამყაროში ამოყოთ თავი, შეიძინოთ თარგმანი და თავად იპოვოთ პასუხი მარადიულ კითხვაზე „წიგნი ჯობია თუ ფილმი?“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები