ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ეკონომიკისა სამინისტროსა და USAID – ის პროგრამას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. კერძოდ, მხარეებმა შეათანხმეს ინტერვენციების შინაარსი და მისი განხორციელების გზები.

ESP პროგრამა უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ტექნიკურ ხელშეწყობას ეკონომიკური მოდელების შემუშავებისა და მიზანშეწონილობის შესწავლის გზით. დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციის შემოდინებასა და რეგიონებში დასაქმების პოტენციალის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები