ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა  გაიმართება

31 იანვარს, 18:00 საათზე,  ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ორგანიზაცია „ღირსეული თანადგომა ომის ვეტერანების“ ორგანიზებით, ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად, ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა  გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მსურველებს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა 11 თებერვლის ჩათვლით შეეძლებათ.
გამოფენიდან შემოსული თანხის ძირითადი ნაწილი ომის ვეტერანების შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარდება.
მის: გუდიაშვილის ქუჩა N7.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები