კობა გვენეტაძე: მევახშეების მიმართ, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კერძო მევახშეთა მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ეროვნული ბანკი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს და რეგულაციებს გაამკაცრებს.
“რაც შეეხება საბანკო სისტემაში ჩრდილოვან სექტორს, ბევრი ზომაა მიღებული, რათა ეს მიმართულება იყოს შეზღუდული. თუმცა მისი სრულად გაქრობა არ ხდება. თუ დავინახავთ, რომ მევახშეების მიმართულებით გააქტიურდებაა, ჩვენ მას ყურადღებას მივაქცევთ, რათა კანონმდებლობით არ მოხდეს ამ სექტორის უფრო მეტად ზრდა”, – აცხადებს კობა გვენეტაძე.
აღსრულების ბიუროს მონაცემებით, გასული წლის 10 თვეში ქვეყანაში სულ 1039 უძრავი ქონების დასაკუთრება მოხდა, აქედან 49% (514 ქონება) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა, ხოლო კომერციულ ბანკებზე გაყიდული უძრავი ქონება მოდის 40 % ( 411 ქონება) მოდის. ქონების 11% მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა დაისაკუთრეს.