კინოთეატრ „ამირანში“ ფილმ „1917“-ის პრემიერა გაიმართება

30 იანვარს, 22:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში, ფილმ „1917“-ის პრემიერა გაიმართება.
„დიდ ეკრანზე სანახავი გზაც ფათერაკებითაა სავსე, ეს მეტაფორა არ არის… დარბაზში მთავარი შესასვლელიდან ვერ მოხვდებით“, – აცხადებენ ორგანიზატორები. ისინი მამაც კინომოყვარულებს  ურჩევენ, ფარნები  მოიმარჯვონ, გაიარონ „ამირანის“ საიდუმლო გვირაბი, მოძებნონ  პირველი დარბაზის შესასვლელი და  უყურონ წლის საუკეთესო ფილმს.
ფილმის შესახებ: 1917 წელს ორ მამაც ბრიტანელ ჯარისკაცს შეუსრულებელი მისია აკისრია: მტრის ფლანგებში უნდა შეიპაროს, გამოიაროს ხიფათიანი გზა და გააფრთხილოს 1600 თანამებრძოლი.
„1917“ გახდა „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებული და „ოსკარის“ 10 ნომინაციის მფლობელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები