გია ვოლსკი: მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს დაშვებული

პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს დაშვებული.

“იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები რაც ტერორიზმს ეხება, ვფიქრობ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს დაშვებული ამ პერიოდში, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას რამდენად არის ეს ადამიანი კავშირში ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა”,- განაცხადა ვოლსკიმ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს პარლამენტის შენობაში შესვლასა და ბრიფინგის ჩატარებას ითხოვდა. მისი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

ცნობისთვის, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება გუშინ შეწყვიტა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები