კობა გვენეტაძე: მარტიდან საბანკო რეგულაციებში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

მარტიდან საბანკო რეგულაციებში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიდეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მარტიდან არსებული საბანკო რეგულაციების გამარტივება იგეგმება.

როგორ გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, მოსალოდნელი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ბიუროკრატიის გამარტივებას ეხება, რამაც რეგულაციები უფრო მოქნილი უნდა გახადოს.

„დეტალებს გავდივართ. აქტიურად მიმდინარეობს განხილვები“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები