შშმ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
შშმ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 65 წლამდე მამაკაცს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის კითხვაზე, ბრალდებული ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, მან დუმილის უფლება გამოიყენა.
სასამართლო პროცესის შემდეგი განხილვა მედიისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 26 იანვარს, 1955 წელს დაბადებული 1 პირი დააკავა. 65 წლის კაცი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.