საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში 2,3 მლრდ ლარი დახარჯეს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით 2,3 მლრდ ლარი დახარჯეს. 2018 წელთან შედარებით გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ გაწეული ხარჯები უცხოეთში 34%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება გასული წლის დეკემბერს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო ბარათებით საქართველოს მოქალაქეებმა დეკემბერში 230,7 მლნ ლარი დახარჯეს, ხოლო ბანკომატით 46,4 მლნ ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოს ტერმინალებით, იმპრინტერით და ინტერნეტით 184,2 მლნ ლარის ოპერაციაა შესრულებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები