გოჩა ჭაბუკაიძის პირველი წიგნისა და საავტორო ალბომის წარდგენა გაიმართა

მუსიკოსმა და მედავითნე გოჩა ჭაბუკაიძემ  ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, საზოგადოებას წარუდგინა პირველი წიგნი სახელწოდებით – „ამბავი კეთილი“ და პირველი საავტორო ალბომი – „ვარ სამშობლოს მიწის მტვერი“.
წიგნის რედაქტორი და საღამოს წამყვანი იყო ზაურ ნაჭყებია (გამომცემლობა „ივერიონი“).
წიგნი (ლექსად თქმული სახარება) განკუთვნილია ყველა ასაკის მკთხველისთვის, განსაკუთრებით სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის სულის დასამშვიდებლად.
წიგნი ეძღვნება გოჩა ჭაბუკაიძის პირველი მოძღვრის, აწ გარდაცვლილი დეკანოზის – თეიმურაზის (ტუღუში) ნათელ ხსოვნას.

ფოტო: ვეფხია სამსონიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები