ყაზახეთში კორონავირუსის ეჭვით 4 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული

ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრის, ელჟან ბირთანოვის, განცხადებით, ქვეყანაში ჩინეთიდან ჩასულ 23 ადამიანს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, მათგან 4 კორონოვარისუს ეჭვით საავადმყოფოშია მოთავსებული.

მინისტრის თქმით, მათ შესაბამისი ანალიზები აუღეს.

„ჩვენთან ჩინეთიდან 25 858 ადამიანი ჩამოვიდა – ისინი რესპუბლიკის და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ყველა მონაცემი სასაზღვრო სამსახურებს, ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ ორგანოებს გადაეცემა“,-აღნიშნა მინისტრმა.

ჩინეთის გარდა, სადაც კორონოვარისით უკვე 100 ადამიანი დაიღუპა, დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა ჰონკონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიასა და უკვე გერმანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები