„გახდი ბესტსელერის ავტორი“ – გამარჯვებულ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

29 იანვარს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია A101-ში, მკითხველს ნიკოლას მაჩაბელი (ბექა ბაღაშვილი) და ნანი მანველიშვილი შეხვდებიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს ავტორები „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“-ის გამარჯვებულები არიან.
ნანი მანველიშვილის „ოდისევსის სინდრომი” ხალხის რჩეულია. რომანი ემიგრაციასა და სამშობლოსგან შორს ყოფნის ტკივილზე მოგვითხრობს.
ნიკოლას მაჩაბლის „ჩაინა კონტრასტებიდან”, ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა. მისი წიგნი ქართველი ახალგაზრდის ჩინური თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს.
ღონისძიებაზე მოსული სტუმრები წიგნების შეძენას სპეციალურ ფასად წიგნის სახლ „ლიგამუსში“ შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები