ეროვნული ბიბლიოთეკის ადაპტირებულ სივრცეში ცისანა ბაღდაველიძისა და ჯანო ძირკვაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

30 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ცისანა ბაღდაველიძისა და ჯანო ძირკვაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ცისანა ბაღდაველიძის მიერ 2015-2019 წლებში ზეთში შესრულებული ნამუშევრები. ჯანო ძირკვაძე კი წარმოადგენს მის მიერ დამზადებულ მაკეტებს.
ს. ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსის პირველი სართული ადაპტირებულია, შესაბამისად, ეტლით მოსარგებლე დამთვალიერებელსაც შეუძლია გამოფენაზე მოსვლა.

გამოფენა 1 თებერვლის 19:00 საათამდე გაგრძელდება.
მის: ს. ცინცაძის №63.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები