ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები გუდიაშვილის მოედანზე – სამუშაოების მიმდინარეობას დედაქალაქის მერი გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენას და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
თბილისის განვითარებს ფონდის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს შენობების ნაწილის შიდა სარემონტო, ფასადის მოპირკეთების, სველი წერტილების, შუშაბანდებისა და აივნების მოწყობის სამუშაოები.
მეორე ნაწილზე, კონკრეტულად კი, აბო თბილელის N1-სა და ახოსპირელის 3/7-ში ისტორიული ძეგლების საძირკვლებისა და სარდაფების კონსტრუქციული გამაგრება-აღდგენის სამუშაოები, მხატვრული და ხის დეკორატიული ელემენტების სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე, ახლად გამოვლენილი არქეოლოგიური ნაგებობების შესწავლის მიზნით, მათი გაწმენდის სამუშაოები.
ჯიბლაძის N3-სა და N5-ში მიმდინარეობს შენობების დემონტაჟის სამუშაოები, ხოლო აბესაძის N21-ში – შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები.
ახოსპირელის 3/7-ში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლინდა გუმბათოვანი სარდაფი, რომელიც, სპეციალისტების ვარაუდით, მე-17-18 საუკუნეებს განეკუთვნება. ამავე მისამართზე მომიჯნავე სარდაფში აღმოჩენილია მოჭიქული თასი, რომელიც მე-11-12 საუკუნეებს ეკუთვნის. მიმდინარე წლის იანვარში ჯამში 7 მოჭიქული თასი და 3 ჭრაქი აღმოაჩინეს.
შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა  2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინ უძღოდა მოედნის კონსერვაციის გეგმის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების აღდგენის სამუშაოები.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მოიცავს გუდიაშვილის მოედნისა და ბაღის გამწვანება-კეთილმოწყობას, ქუჩების საფარის აღდგენას, რეაბილიტირებულ არეალში მუზეუმის/საგამოფენო სივრცის მოწყობას.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

ახოსპირელის 3/7-ში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების დროს გამოვლინდა გუმბათოვანი სარდაფი, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით მე-17-18 საუკუნეებს განეკუთვნება. ამავე მისამართზე მომიჯნავე სარდაფში აღმოჩენილია მოჭიქული თასი, რომელიც მე-11-12 საუკუნეებს ეკუთვნის. მიმდინარე წლის იანვარში ჯამში 7 მოჭიქული თასი და 3 ჭრაქი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები