ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის კინო-ფოტო ფონდი მოინახულა

ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ თანამშრომლებთან ერთად მოინახულა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის კინო-ფოტო ფონდი.
ფონდი 1968 წელს შეიქმნა და იგი წლებია ინახავს „ქართული ტელეფილმის“ ნამუშევრებს – მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და მუსიკალურ ფილმებს. ასევე, ფონდში დაცულია კინოპერიოდიკა, სატელევიზიო სპექტაკლებისა და გადაცემების მასალები და საბჭოთა სხვა რესპუბლიკების კინოპროდუქცია.
ამჟამად ერთსართულიანი, ცალკე მდგომი შენობა, რომელშიც კინოფონდია განთავსებული, ამორტიზებულია.
ეროვნული კინოცენტრის კოორდინაციით, სახელმწიფო დონეზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ფირსაცავის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც თავს მოუყრის საქართველოში არსებულ უნიკალურ საარქივო მასალას, სათანადო პირობებში შეინახავს და დაიცავს მას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები