თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასილ კიკნაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება

29 იანვარს,  17:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში  ვასილ კიკნაძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება.
დაიბადა 1929 წლის  24 დეკემბერს  ხონის რაიონის სოფელ ახალშენში. გარდაიცვალა 2016 წლის 23 მარტს, 86 წლის ასაკში.
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტიდ თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი.
1954–1964 წლებში იყო რუსთაველის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; 1964–1973 – საქართველოს კულტურის სამინისტროს თეატრალური განყოფილების უფროსი და რედაქტორი.
გამოქვეყნებული აქვს 40-მდე წიგნი, მათ შორის მონოგრაფიები: „სანდრო ახმეტელი”, „სანდრო ახმეტელის ცხოვრება”, „დ. კლდიაშვილის თეატრი”, „ჩვენი ეროსი”, „სივრცე თეატრისა”, „რუსთაველიდან გალაკტიონამდე”, „ნარკვევები პეჟისურის ისტორიიდან”, „გამოთხოვება მოგონებებთან”, „ქართული თეატრის ისტორია”.

მის: შოთა რუსთაველის გამზირი №19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები