კახა კალაძე: კონგრესმენებთან სამუშაოა, საჭიროა ინფორმაციის მიწოდება, რადგან წერილებში აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები

თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კონგრესმენებთან სამუშაოა და საჭიროა ინფორმაციის მიწოდება, რადგან წერილებში არაზუსტი ინფორმაციები იყო.

“ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ წერილი, შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე, გამოწვევებზეც, თუმცა ამ ადამიანებთანაც სამუშაოა, სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება, რადგან წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩასვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები