„საქართველო ძველ რუკებზე“ – ლაშა ბაქრაძის ლექცია გაიმართება

0

29 იანვარს,  19:00 საათზე,  „სტამბის წიგნებში“,  ფილოსოფოს ლაშა ბაქრაძის ლექცია – „საქართველო ძველ რუკებზე“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „შეხვედრები სტამბაში“ „სტამბის წიგნების“ 9-თვიანი კურსია, რომლის ფარგლებშიც ლექციები ჩატარდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას, საღამოს 7 საათზე.
ლექტორები წაიკითხავენ ლექციებს განსხვავებულ თემებზე, ძირითადად, ეს იქნება ლიტერატურა, მხატვრობა, კინო, თეატრი, ისტორია, ფილოსოფია და სხვა.
პროექტი  შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი