ფილმ „ჩარი რამას“ მუსიკის შემქმნელი კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

77 წლის ასაკში კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი  გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა.
წლების მანძილზე იგი თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრას ხელმძღვანელობდა. 1964 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია  (საგუნდო–სადირიჟორო), 1976 წელს – საკომპოზიციო განხრით.
მრავალი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოების ავტორს განსაკუთრებული აღიარება ქართული კინოფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა, მათ შორის ყველაზე პოპულარულია  ფილმ „ჩარი რამასთვის“ 1972 წელს შექმნილი სიმღერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები