„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ „ნეტფლიქსის“ 50 საუკეთესო ფილმს შორისაა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ „ნეტფლიქსის“ 50 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის მოხვდა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“.
როლებში: ია შუღლიაშვილი, მერაბ ნინიძე, ბერტა კაპვა, ციცია ქუმსიაშვილი, გიორგი ხურცილავა, გიორგი ტაბიძე, გოვენი ჭეიშვილი, დიმიტრი ორაგველიძე…
სიუჟეტი მოგვითხრობს სამი თაობის წარმომადგენელთა შესახებ, რომლებიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ცხოვრებისეულ სირთულეებსა თუ ადამიანურ გრძნობებს გვიჩვენებენ.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია „ნეტფლიქსმა“ შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება.
ფილმი მრავალი კინოფესტივალის პრიზიორია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები