თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
თურქეთის ქალაქ ელიაზიგში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტომ გაავრცელა.
დაშავებულია 1607 ადამიანი.
მანამდე 38 დაღუპულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა გამთენიისას მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედრის ამოყვანა შეძლეს.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში 24 იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებშიც იგრძნობოდა.