ქარელში, სოფელ ქვენატკოცის „ყვავის საყდრის“ რესტავრაცია დასრულდა

 საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, 2019 წლის აპრილ-ივნისში ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვენატკოცას „ყვავის საყდრის“ სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად:
ტაძრის ფასადზე აღდგა კედლები რიყის ქვით ბაზალტის თლილი კვადრატებითა და ქართული აგურით;
აღდგა დაზიანებული კარ-სარკმლების წირთხელები ქართული აგურით;
ინტერიერში და ფასადებზე ამოიგოზა ქვის ნაკერები სპეცკირხსნარით;
იატკი დაიგო ქართული აგურით კირდუღაბზე;
ეკლესია გადაიხურა კრამიტის სახურავით კირის ხნარზე;
ჩაისვა ხის მასალის კარ-სარკმელი ლითონის ელემენტებბით;
ტაძრის გარშემო მოეწყო სარინელი ბალახის ბელტით.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „სალდომ“ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები