თბილისის საქალაქო სასამართლომ დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარის, თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს.

სასამართლო პროცესს დაზარალებული დოდო გუგეშაშვილი არ ესწრებოდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს ბრალდება სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილისა “გ”ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის) და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედებოდა. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები