დეკანოზ დიმიტრი სუხიტაშვილის გამოფენა – „ნიჟარების ჰარმონია” 2 თებერვლამდე გაგრძელდება

თბილისის ისტორიის მუზეუმში დეკანოზ დიმიტრი სუხიტაშვილის გამოფენა „ნიჟარების ჰარმონია” გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია დაუმუშავებელი ნიჟარებისგან შექმნილი 60-მდე კომპოზიცია ბიბლიურ თემებსა და განყენებულ მოტივებზე.
დეკანოზი 12 წელია მუშაობს ნიჟარების მოზაიკაზე. ნიჟარები დაუმუშავებელია, ავტორი საერთოდ არ იყენებს ფერებს, თუმცა მისი ნამუშევრები მაინც სხვადასხვა ტონალობით გამოირჩევა.
დიმიტრი სუხიტაშვილი 1952 წელს ახმეტის რაიონში, სოფელ ზემო სოლაშენში დაიბადა. საშუალო განათლება მიიღო რუსთავში, შემდეგ დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია. 1986 წელს პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად, 1987 წელს კი – მღვდლად. ამჟამად მსახურობს თბილისის ქვაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.
გამოფენა  4 თებერვლამდე გასტანს.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები