დავით მათიკაშვილი: პრემიერის ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან წარმატებული იყო და მისი შედეგები უსწრაფესად აისახება ქვეყნის სწორ და სტაბილურ განვითარებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავოსში სამუშაო ვიზიტს აფასებს. როგორც მან განაცხადა, პრემიერის სამუშაო ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ძალიან წარმატებული იყო და მისი შედეგები ქვეყნის სწორ და სტაბილურ განვითარებაზე აისახება.

“დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გვაძლევს საშუალებას საერთაშორისო დონეზე უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი მსოფლიო პოლიტიკის, კერძო და სამოქალაქო სექტორის ლიდერებს, მოვიპოვოთ მეტი მხარდაჭერა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ გლობალური კეთილდღეობის პროცესებში.
პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა კოლეგებთან, ევროპელ პარტნიორებთან და მეზობელი ქვეყნების ლიდერებთან, სადაც განხილული იყო საქართველოს ევროპული მისწრაფებები, უსაფრთხოების საკითხები, ოკუპაციის პრობლემა, საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ აღმასრულებელი, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების სახით. კერძოდ, ირაკლი მეზურნიშვილმა გააკეთა მოხსენება თემაზე – “მთავრობის როლი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და ეკონომიკის გაციფრულება”, რასაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასება მოჰყვა”,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენბთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები