აუდიოწიგნების წარდგენა გაიმართება

26 იანვარს,  12 საათზე, „თბილისი მოლი“, აუდიოწიგნების წარდგენას უმასპინძლებს, ასევე უსინათლო და მცირემხედველი ბავშვების მიერ საშობაო ზღაპრების მოტივებზე დადგმული სპექტაკლი გაიმართება.⁣
„თბილისი მოლმა“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის  ქართულენოვანი აუდიოწიგნების კრებული გამოსცა. ⁣
ორგანიზატორების ინფორმაციით, აუდიოწიგნების კრებულში მსოფლიოს 10 საშობაო ზღაპარი შედის და ბავშვებსა და მოზარდებს საშუალებას აძლევს, იმოგზაურონ ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში. ⁣
რემარკა უსინათლოთათვის:⁣
ნახატზე ჩანს გადაშლილი წიგნი, რომლიდანაც ამოზრდილია მთები, ნაძვის ხეები და პატარა სახლი. სახლის საკვამურიდან ამოდის ბოლი. სახლის სარკმლები განათებულია. ნაძვის ხეების კენწეროებზე ოქროსფერი ვარსკვლავები ანათებს. წიგნზე თოვლის ფანტელები ცვივა. ნახატს შუაში ხმოვანი ტალღის აღმნიშვნელი სიმბოლო გასდევს, რაც, აუდიოწიგნების პროექტზე მიუთითებს – წიგნი ხმოვანი ზღაპრების კრებულია. ნახატს აწერია: „მოუსმინე ჯადოსნურ სამყაროს“, ასევე, ნახატზე „თბილისი მოლის“ ლოგოტიპია დატანილი.⁣

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები