ხმაური და დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე – ოპოზიცია მმართველ გუნდს კორუფციაში ადანაშაულებს

ლანჩხუთის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს, მიზეზად კი კორუფციული ნიშნების გამოკვეთა დაასახელეს.
ენმ-ს წევრისა და საკრებულოს დეპუტატის კახა ასკურავას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იხარჯება, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ კეთდება.
“ეს არ ყოფილა ერთი და ორი დღის ამბავი, ეს იყო წლების დაგროვილი. წლობით მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები, მილიონობოთ ჩამორიცხული ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იხარჯება ისე, რომ არანაირი პრობლემა არ გვარდება. უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა, ზოგში პირდაპირ ვადანაშაულებ კორუფციულ გარიგებაში. ზოგან კატასტროფულად დიდი ხარჯებია და ნახოს შეიძლება ნებისმიერმა, რა არის გაკეთებული. ბევრმა პრობლემამ მოიყარა თავი და დღეს უკვე ზღვარი იყო, სოფელ აკეთში მაღალი ძაბვის ბოძებს მიამონტაჟეს გარე განათება, ელ. ქსელებთან შეთანხმების გარეშე. ელ. ქსელებმა ჩამოახსნევინა.
დღეს მივმართე ოფიციალურად მერს, რომელიც არ ესწრებოდა სხდომას, დაეყენებინა ამ სამსახურების პასუხისმგებლობის თემა და გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან. თუ არ გამოასწორებს ამ საქმეს, ადგეს და თვითონ წავიდეს სამხურიდან. საუბარია ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელზე, ლევან ჩხაიძესა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ თენგო იმნაძეზე”, – ამბობს ასკურავა.
ენმ-ს დეპუტატის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს ლევან ჩხაიძე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ კორუფციაზე საუბარი “ჰაერზე მოტანილი ინფორმაციაა”.

“ბატონი კახა ისეთ თემებზე საუბრობს, რაშიც გარკვეული არაა და ჰაერზე მოტანილი ინფორმაციაა. არ იცის მან, რაზე საუბრობს. ეს სამუშაოები ყველგან შესრულებულია, ვერ ვხვდები კორუფციის შემცველი რა დაინახა”, – თქვა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები