ირაკლი ზარქუა ხაბეიშვილზე – “ფარჩაკი” მის ახლობლებს და პარტიის წევრებს დაუძახოს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის პირად შეურაცხყოფას ვერ აიტანს.

“ჩვენ, როგორც შეგვეძლო მაქსიმალურად ვცემდით პასუხს, მაგრამ როდესაც ის პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, მიიღო ის, რაც მიიღო. ადამიანები, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ და არც გაუკეთებიათ, მათგან პირად შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ ავიტან. ფარჩაკი თავიანთ ახლობლებს და პარტიის წევრებს დაუძახოს”, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

​აღნიშნულ ფაქტს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბექა დავითულიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

“ადამიანები ვართ, ზოგი სიტყვიერად ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ზოგი კი ფიზიკურად. ორი წელია ეს ადამიანი ყველაფერს შვება იმისათვის, რომ აქამდე მიიყვანოს ხალხი. მე რომ ვინმეს, იდიოტს, “ფარჩაკს” და “არაადამიანს” დავუძახებ, ფაქტია, რომ მისგან უნდა ველოდო მსგავს პასუხს. ამას, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს, მაგრამ ხანდახან ხდება გაუმართლებელი რაღაცები”,- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა.
​ცნობისათვის, დღეს თბილისის საკრებულოში სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები