მარიამ კალომლეწავის გადასარჩენად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

25 იანვარს, 14:00 საათზე, ღვინის ქარხანა №1-ში გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა #კალოსთვის!
გამოიფინება ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები:
ყარამან ქუთათელაძის, გია ბუღაძის, ვახო ბუღაძის, ნიკო ცეცხლაძის, ქეთი დავლიანიძის,  მამუკა ცეცხლაძის, ანტონ ბალანჩივაძის, თუთუ კილაძის, გიორგი გაგოშიძის,  ნატა ჩაჩავას, მაია თოიძის, გია ლორიას, ნინო მოსეშვილის, ოთარ ჩაკვეტაძის, გიორგი შენგელიას, თამუნა ჩიქოვანის, თიკა ჩხიკვიშვილის, თამარ მინაშვილის, რამაზ ჩანტლაძის.
გამოიფინება აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიისა და VAADS-ის სტუდენტებისა და სხვა ცნობილ მხატვართა ნამუშევრები, ასევე –  სხვადასხვა ქართველი დიზაინერის კოლექცია და ხელნაკეთი ნივთები.

„გთხოვთ, დაგვეხმარეთ მეგობრის გადარჩენაში!
ყველას უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ, 19 წლის მარიამ კალომლეწავს, რომელსაც მე-4 სტადიის სიმსივნე დაუდგინეს თავის ტვინზე და მას სასწრაფოდ სჭიდება 250000$.
წლების განმავლობაში მარიამს აწუხებდა თავის ტკივილები, ექიმებმა მას შაკიკის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ ტკივილების გამწვავებისა და გარკვეული დროის შემდეგ 19 წლის მარიამს დაუდგინდა მეოთხე სტადიის გლიომა (თავის ტვინის სიმსივნე).
27 აგვისტოდან მას საქართველოში 2 ოპერაცია გაუკეთდა. 12 სექტემბერს გადაიყვანეს აშშ-ში, სადაც 9 ოპერაცია, იმუნო და ქიმიოთერაპიები ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე საჭიროა მარიამის ფლორიდაში გადაყვანა, რათა მას იმუნო და პროტონული თერაპია (პროტონების სხივური თერაპია) ჩაუტარდეს, რისთვისაც საჭიროა 250 000$“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან „ჯეოსელის“, „მაგთის“ და „ბილაინის“ აბონენტებისთვის ნომერზე: 0 901 700 177 (ზარის ღირებულება – 1 ლარი).
ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“/Express Pay და „თი-ბი-სი“ ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში, მთელი საქართველოს მაშტაბით.
ანგარიშის ნომერი:
„ლიბერთი ბანკი“
GE43LB0711170075564000
TBC bank
GE97TB7716645061600008
„საქართველოს ბანკი“
GE89BG0000000902975700
მიმღები: ივანე კალომლეწავი (მარიამის მამა)

დამატებითი ინფორმაციისთვის:
599091609 თეკლა ყიფშიძე
598980406 ელენე შიოშვილი

მის: ვასილ პეტრიაშვილის ქუჩა 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები