საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მოინახულა (ფოტოკოლაჟი)

გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა. მეუფე ანდრია ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და მოსახლეობა დალოცა. მეუფემ სოფელ კოშკას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში სავედრებელი აღავლინა.

,,დავათვალიერეთ ის ვითარება, რომელიც არსებობს. რა შეიძლება ითქვას? არის თუ არა სწორი და სამართლიანი ის რაც ხდება ჩვენი დიდი და ძლიერი მეზობლის მხრიდან? რა თქმა უნდა არ არის სამართლიანი და არც სწორი. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია და არ გვაქვს საშუალება დავიწყოთ პირდაპირი საუბარი ჩვენს მრავალსაუკუნოვან მეზობელთან”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ (გვაზავამ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები