საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში აშშ-ის ყალბი 50 დოლარიანი კუპიურები გაასაღა. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, 16 550 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურაა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.