თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა ტიპის სამუშაოებია.

„გლდანის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაიონების, აკაკი ვასაძის, ხიზანიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, დიდი-ჯიხაიშის, ქართლის, ლომთათიძის, თმოგვის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, კოკინაკის, სვერის, ჯავის, ზედაზენის, ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის და ოქტომბრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ცხემის, გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბესაძის, აბოვიანის, აბო-თბილელის, გრიგოლ ხანძთელის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კვეზერელი-კოპაძის, იზაშვილის, ალადაშვილის, მარტყოფის, ნასაკირალის, დედოფლისწყაროს, წურწუმიას, ერევნის, თელავის, მახათას, დმანისის, სევანის, ირბახის, აბულაძის, ფოსტის, ახმეტის, სართიჭალის, ხივინის, ერისთავის, ქურხულის, ბადიაურის, ჩუბინიძის, დმანისის, ობსერვატორიის და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები