დავით ზალკალიანი NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერისთვის თურქ კოლეგას მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მადლობას უხდის.

“მადლობა NATO-ს წევრობისკენ დაუოკებელ სწრაფვაში საქართველოს მხარდაჭერისთვის. თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მტკიცედ ვადგავართ NATO-სკენ მიმავალ გზას,” – წერს დავით ზალკალიანი.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე NATO-ს გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს. „არ მესმის, რატომ არ მივიწვიეთ საქართველო ორგანიზაციაში, ან რატომ არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რომ ის ჩვენი წევრი გახდეს. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები