პუტინმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ისრაელში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ფორუმზე, ცრემლები ვერ შეიკავა.
„ძეგლი – ძალიან კარგია, იმედი მაქვს საუკუნეები დარჩება. მისი გახსნა სხვადასხვანაირად შეიძლება. მაგრამ, ის თუ როგორ გააკეთეთ ეს თქვენ დღეს… მადლობა“,-თქვა პუტინმა და ტრიბუნა დატოვა.
იერუსალიმში, დღეს „ხსოვნის სანთელი“ გაიხსნა, რომელიც ლენინგრადის ბლოკადას მიეძღვნა.