ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა

2020 წელს ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა. ბოლო რამდენიმე წელია ხარაგაულში წარმატებით ხორციელდება ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის პროექტი – ქუჩის კალათბურთი. სპორტის ეს სახეობა ერთადერთია ხარაგაულში, რომელშიც ყველაზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული და ზაფხულობით შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება.

გამომდინარე იქედან, რომ პროექტის ჩასატარებლად ახალგაზრდებს არ ქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გადაწყდა კალათბურთის მოედანი მოეწყოს ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე, იქნება დასასვენებელი, თავისუფალი სივრცე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები